Monday, June 1, 2015

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება :ბრაზილიური სამზარეულო 









პროექტის მთავარი იდეა (თემა) : კულტურათა დიალოგი,კერძოდ მსგავსება-განსხვავებები ქართულ და ბრაზილიურ სამზარეულოს შორის
პროექტის აქტუალობა : უცხო ქვეყნის სამზარეულოს გაცნობთ ინგლისური ენის სიტყვების მარაგის გამდიდრება
პროექტის მიზნები : გაანალიზონ მსგავსება და განსხვავება ტრადიციებს შორის და გააკეთონ შესაბამისის ინტერპრეტაცი.
გაანალიზონ და უკეთ განსაზღვრონ ის საკითხები რომელიც აქტუალურია როგორც ქართულ ისე ბრაზილიურ სამზარეულოში.
მოიძიონ ყველაზე მეტად ტრადიციული   ბრაზილიური კერძები და შეადარონ ქართულ სამზარეულოს.
მონაწილეთა ასაკი :12-13 წელი
ვადები/ხანგრძლოვობა : ორი კვირა 
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : მოიძიონ ყველაზე მეტად ტრადიციული   ბრაზილიური კერძები შეადარონ ქართულ სამზარეულოს
გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად,შემდეგ კი მიღებული ცოდნა გაუზიარონ აუდიტორიას პროექტისათვის შექმნილი ბროშურების სახით
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : სახელმძღვანელო, კომპიუტერი ,ციფრული კამერა, ფოტო სურათების დამუშავება,ინტერნეტძიება,  პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) : პროექტის თემის გასაცნობად მოსწავლეებთან მუშაობას  ზოგადი შეკითხვებით დავიწყებ:რა იციან ტრადიციულ სამზარეულოზე?ბრაზილიურ სამზარეულოზე?ქართულ სამზარეულოზე? შეკითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ დავიწყებთ თემის გაცნობას. პირველ რიგში შევავსებთ ცხრილს “ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე, “ - კონკრეტულად კი ამ ცხრილის I და  II სვეტებს,რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს არსებული ცოდნის გააქტიურებაში და იმის გაცნობიერებაში რისი შესწლა  სურთ.
 ცნობილია რომ თითეულ ქვეყანას გააჩნია დამახასიათებელი ლექსიკა ამა თუ  იმ საკითხთან დაკავშირებით,ასევეა ბრაზილიაც. ამიტომ მოსწავლეები ეცდებიან  სამემეტყველო ელფერი შესძინონ  მათთვის ძნელად წარმოსათქმელ სიტყვებს (კერძების სახელწოდებებს)
პროექტზე მუშაობის პროცესი  საინტერესოდ გაგრძელდება  ინფორმაციის ინტერნეტ სივრციდან მოძიების პროცესში,რაც მეთად დააინტერესებს მოსწავლეებს და შესძენს მეტ მოტივაციას 
საგნებთან?საგნობრივ ჟგუფებთან?ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.

••  მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;

უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

•ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად);

 დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.

უცხ.ს.VII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

•               აკეთებს შესავალს, გამოკვეთს განსახილველ საკითხს/ საკითხებს;

უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

•               გამოკვეთს საკითხს, პრობლემას;

•               განიხილავს მას სხვადასხვა ასპექტით;

უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

•               ასახელებს თემას;             

•               საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
•               გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი;
                საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
•               მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზიას, ინტერნეტს, მობილურს და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად;
•  განიხილავს ტექტში მოცემულ ინფორმაციას იმ კულტურის კონტექსტში, რომელშიც ის შეიქმნა;

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ) : თინათინ კუკუნაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : tikokukunashvili90@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : tikok-ict.blogspot.com


No comments:

Post a Comment